logo
ENG



პაპუაშვილი "გლობალური ომის პარტიაზე" ლაშხის განცხადებას "პირობით შედარებას" უწოდებს

20 მაი 202412:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/20/edg87mfv7mxpinm.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "გლობალური ომის პარტიაზე" ქართული ოცნების დეპუტატის მარიამ ლაშხის განცხადებას "პირობით შედარებას" უწოდებს.

"რაც შეეხება ტერმინოლოგიურ საკითხებს თუ ასე ვთქვათ, მითითებებს, მე მგონი, თუკი არ ავყვებით ამ ფაშისტურ კამპანიას და საღი აზრით შევხედავთ, რაზე იყო ის საუბარი - ეს იყო საუბარი, ასე ვთქვათ პირობითი შედარება, იცით რომ კითხვა შეეხებოდა გლობალური ომის პარტიას, ვინ არის, რა არის და ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჟურნალისტი ეკითხებოდა, თუ რას ვგულისხმობთ, რა შეიძლება იყოს, გააკეთა შედარება რა აღქმებიც არსებობს საზოგადოებაში შეიძლება სხვადასხვა ჯგუფების მიმართ, აქედან გამომდინარე გააკეთა შედარება და უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, არ უგულისხმია როგორც მე გავიგე, რომ ამ გარკვეულ ჯგუფთან აქვს მითითება", - ამბობს პაპუაშვილი.  

ქართული ოცნების დეპუტატმა, რუსული კანონის მხარდამჭერმა მარიამ ლაშხმა გუშინ ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-თან ინტერვიუს დროს "გლობალური ომის პარტია", რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ახსენებენ მასონებს შეადარა და თქვა, რომ მათ "მსოფლიო პოლიტიკასა და ყველაფერზე გავლენა აქვთ".


close დახურვა